Tuesday, June 23, 2015

თემა : მზისა და მთვარის დაბნელება
 საგანი: ბუნებისმეტყველება-ისტორია (ინტეგრირებული გაკვეთილი)
 პედაგოგები: ქეთინო პავლაძე-ბუნებისმეტყველება, თამარ კალანდაძე-ისტორია
კლასი: VI
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მზის და მთვარის დაბნელების არსს, პერიოდულობას, ახსნიან ამ მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და შეძლებენ დააკავშირონ ეს მოვლენა ისტორიასთან, კონკრეტულად საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასთან და მირიან მეფის მიერ „სასწაულის“ ხილვის ლეგენდასთან
 შედეგი: ბუნ: VI.6 მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში
 საოგადოებრივი მეცნიერებები:V- VI. 20 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოში არსებული რელიგიები
აქტივობები: 1. საკლასო საუბარი-რა არის კოსმოსი, მზის სისტემა-4 წთ.
 2. სამოტივაციო კითხვები-როგორ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს მზის დაბნელება? მთვარის დაბნელება? გინახავთ თუ არა მსგავსი მოვლენა? ან თუ გსმენიათ რაიმე ბოლო ხანებში თუნდაც ტელევიზიით ან ინტერნეტით?-5წთ.
 3. პრეზენტაცია- მზის და მთვარის დაბნელების მოვლენის ახსნა თვალსაჩინო სურათების გამოყენებით, ინფორმაციის მიწოდება ბოლო პერიოდში მომხდარი მსგავსი მოვლენების შესახებ.-10 წთ
 4. კავშირი ისტორიასთან-გაიხსენეთ საქართველოს ისტორია, რომელ ისტორიულ მოვლენას დააკავშირებდით მზის დაბნელებასთან? რომელი ეპოქა გაგახსენდათ და რატომ? როგორ ახსნა მეფე მირიანმა მზის დაბნელება? რატომ დააკავშირა მან მზის დაბნელება „ღვთის მიერ მოცემულ“ ნიშანთან? რა „სარგებლობა“ მოიტანა ამ მოვლენამ ქართველი ხალხის ისტორიაში? 10 წთ
 5. პრაქტიკული მუშაობა ჯგუფებში-მზის და მთვარის დაბნელების მოდელის შექმნა პლასტელინის ბურთულების გამოყენებით.მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად, ვაძლევ დავალებას, ერთი ჯგუფი ამზადებს მზის, ხოლო მეორე მთვარის დაბნელების მოდელს. ვურიგებ მოსწავლებს თაბახის ფურცლებს, რომლებზეც მონიშნულია წერტილებით მზის, დედამიწის და მთვარის მდებარეობა, ვაძლევ ინსტრუქციას, ისინი პლასტელინის გამოყენებით ამზადებენ მზის, დედამიწის და მთვარის მოდელებს და ამაგრებენ ფურცელზე სათანადო ადგილებზე.-8წთ
 6. თითოეული ჯგუფი ფანარის გამოყენებით ახდენს მათ მიერ მომზადებული მოდელის პრეზენტაციას-8წთ
 მოსწავლეთა ორგანიზება: მთელი კლასი, ჯგუფები
 რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო,ფანარი, პლასტელინი, ასანთის ღერები
შეფასება: კვლევის უნარები: დაკვირვება, აღწერა; სააზროვნო უნარები: ინფორმაციის გაგება, ტექსტის ანალიზი; პრეზენტაციის უნარი